Thursday, June 4, 2009

იოანე მთაწმინდელი

მეათე საუკუნის მეორე ნახევარში დავით მესამე კურაპალატის კარზე იყო წარჩინებული ტაოელი დიდებული, ვარაზვაჩე ჩორდვანელი, სპასპეტი გამორჩეული, საომარ ველზე მხნე და ახოვანი, გონებით ბრძენი და სულით ღვთისნიერი. ერთ დგეს ვარაზვაჩემ ხელი აიღო საერისკაცო ცხოვრებაზე, სასულიერო სახელად დაირქვა იოვანე. ქონება, რაც გააჩნდა, ღარიბებსა და უპოვართ დაურიგა, ცოლ-შვილი მიატოვა და სადღაც გადაიკარგა. ნაცნობებთან შეხვედრას გაურბოდა და ეკლესიიდან ეკლესიაში ადგილს ინაცვლებდა. ხოლოდ წმინდა მამებს, მოსეს და გელასის, გაუმხილა თავისი ვინაობა და მათგანვე მიიღო კურთხევა ბერობისა. წავიდა საქართველოდან. მივიდა ბითვინიას, ულუმბარის მთაზე აღმართულ დიდ მონასტერში. აქ იგი დადგა მეჯინიბედ და დაუმეგობრდა ათანასე ბერს.
Bბიზანტიის კეისარმა დავით კურაპალატს მისცა ,, ზემონი ქუეყანანი” და სამაგიეროდ კონსტანტინეპოლს მძევლად წაიყვანა წარჩინებულ ოჯახთა ძენი.
მძევალთა შორის აღმოჩნდა ძე იოანესი ეფთვიმე, რომელიც ხუთი წლის იყო.
იოანემ ორი წლის შემდგომ ცნო თავისი შვილის ამბავი და მაშინვე გაეშურა კონსტანტინეპოლს, კეისრის სასახლეში მივიდა. მისი სახელი ნაცნობი იყო მათთვის, იგი კეთილად მიიღეს, მის თხოვნას მოუსმინეს და შვილიც დაუბრუნეს. მამამ შვილი ულუმბოს მონასტერში მიიყვანა. ეფთვიმეს ქართული დავიწყნოდა და მოხოლოდ ბერძნულად ლაპარაკობდა. იოვანე სულ იმის ცდა ში იყო, რომ შვილს ქართული გახსენებოდა. მცირე ხნის შემდეგ ეფთვიმე რაღაც მძაფრი სენით დაავადდა და ლოგინად ჩავარდა. სასოწარკვეთილი მამა უკანასკნელად წავიდა ტაძარში, დაემხო ღვთისმშობლის ხატის წინაშე და შეევედრა, რომ შვილი გადაერჩინა. ღვთისმშობელმა მისი ვედრება და შვილი გადაურჩინა. იოვანე სახელოვნებასა და პატივისცემას გაურბოდა და რაკი ყურადღებისაგან ულუმბოში უკვე აღარ დაედგომებოდა, ერთ დღეს დაავლო ხელი თავის შვილს, კიდევ რამდენიმე მოწაფეც გაიყოლა და ულუბოდან გაჩინარდა. მივიდა ათონის მთაზე.Mმათ სიხარულით შეხვდა ათანასე დიდი, შეიწყნარა და დაამკვიდრა დიდ ლავრაში. და იყვნენ მთაწმინდაზე ქართველი მთაწმინდელი. იმავე ჟამის გმირი საქართველოში იყო იოვანეს ძმა თორნიკე ერისთასვი. თორნიკემ თავის ძმის მსგავსად გაიხადა საერო სამოსელი და სამონასტრო სქემით შეიმოსა. შეიმოსა და წავიდა იოვანესთან შესახვედრად და მასთნ დასამკვიდრებლად ულუმბოს მთაზე. მაგრამ იქ რო არ დახვდა, გაიკითხა და შეიტყო, სადაც წასულიყო ძმაც ძმის წულიც და ერთ დღეს თორნიკე მივიდა ათონს. მთელი ტაძარი სიხარულმა მოიცვა. ბერად აკურთხა ძმამ ძმა. ატონის ლავრისგან მოშორებით ქართველებმა წმინდა იოვანე მახარობლის სახელობის ტაძარი ააშენეს.
ქართველმა ბერებმა, კერძოდ თორნიკემ, თორმეტი ათასი ქართველი მეომრით დაამარცხა ბარდა სკლიაროსი და იხსნა ბიზანტია დაღუპვისაგან. და, რაკი ახლა ჰქონდათ სახსარი ახალი ტაძრის აშენებისა, ქართველმა ათონელებმა ააშენეს მთაწმინდის უმშვენიერეს ადგილზე დიდი ქართული ლავრა ღვთისმშობლის სახელობისა, რომელსაც ისტორიასი სამუდამოდ დაიკავა ,,ივერი”, ,,ივერონ”, ,,ივირონ”, ანუ ,,ქართველთა” სახელი.
ივერონის ახლოს აშენდა კიდევ სხვა ეკლესია, იოვანე მთაწმინდელის სახელობის.
ათანასე დიდი ისევ დიდი სიყვარულით სწყალობდა ქართველებს. იოვანე რომ ახალი ტაძრის მწყემსმთავარი გახდა, მაინც არ მოიშორა იგი ათანასემ. მეტიც, ივერონის მსენებლობა რომ დამთავრდა, მისი წიმამძღვარი ათანასემ საქვეყნოდ და საჯაროდ თავისი ლავრის ,,სულიერ ეპიტროპატ” გამოაცხადა.
ივერონის დასრულებიდან ორი წლის თავზე ატანასე გარდაიცვალა. ხოლო, ყოველი სიმდიდრე, რაც თორნიკე ერისთავს მთაწმინდაზე ჩაეტანა, ყოველივე სამშენებლო და სახარჯო-საარსებო, მთლიანად გადაეცა იოვანესთვის. არაფრის უფლებას აღარ აძლევდა თავს იოვანეს დაუკითხავად. უიმისოდ ლამის წყალსაც გემოს არ უსინჯავდა. თორნიკე მალე გარდაიცვალა. მისი დასაფლავების შემდეგ ,,ივლტოდის სპანიად” იოვანე მთაწმინდელი ძითა მისითა ეფთვიმეთი და კიდევ ,,რამდენიმე მოწაფითა”
ჯერ აბიდოსს მივიდნენ, რათა იქ ესპანეთისკენ მიმავალი ხომალდი დაუგულებინათ და გაჰყოლოდენ მას. სწორედ ამის შესატყობად მივიდა იოვანე აბიდოსის მმართველთთან, ძველ ნაცნობთან და მეგობართან. ძალიან გაიხარა აბიდოსელმა სახელოვანი ქართველის მოულოდნელი სტუმრობით, მაგრამ გაუკვირდა და განაწყენდა, როცა სტუმრის განზრახვა შეიტყო.
1. არასგზით მე შენი გაშვება არ შემიძლიაო, მტკიცედ და გადაჭრით განუცხადა ბერძენმა ქართველს. შენ, წმინდა მამაო, ძალიან კარგად იცი, როგორი პატივისცემა და სიყვარული აქვთ ჩვენს კეისრებს შენი მაღალი ღირსებისა და ღვაწლმოსილებისაო. ამიტომ, თვითონ განსაჯე, რა სასჯელს დამატეხენ ისინი თავზე, უკეთუ მათ დაუკითხავად გაგიშვებ შენ ჩვენი ქვეყნიდან იმ ქვეყნის დასალიერ სპანიაშიო. მე მხოლოდ ის შემიძლია, მეფეებს მივწერო შენი განზრახვა და, რასაც მიბრძანებენ, მეც იმას ავასრულებო. თქვა და ქმნა აბიდოსელმა. სასწრაფოდ წერილი გაგზავნა კონსტანტინეპოლს. პასუხიც სწრაფად მობრუნდა. ახლავე ჩვენთან წარმოგზავნა იოვანე და მისი მხლებლებიო-ბრძანებდნენ ძმანნი კეისარნი. და მიიყვანეს საღვთო კონსისტირიონს იოვანე და იოვანესნი.
2. პატივით შეხვდნენ კეისარნი, მოიკითხეს და მიუალერსეს. იგი კარგა ხანს დატოვეს კონსტანტინეპოლში და არ გამოუშვეს. მერე, ბევრი არწმუნეს და ბოლოს დაარწმუნეს, უკვე, ათონზე დაბრუნებულიყვნენ და სპანიაში წასვლაზე ფიქრი საბოლოოდ ამოეკვეთათ. და დაბრუნდნენ ისევ მთაწმინდას მთაწმინდელნი, ხელმწიფესაგან დასაჩუქრებულნი.
გადიოდა დრო.
3. ნიკრისის სენმა შეიპყრო და შეხუთა იოვანე და სამუდამოდ დასცა სარეცელზე. საში8ნელი ტკივილები ჭამდა სახსრებს. მას უკვე აღარ შეეძლო სატაძრო სამწყსოსა და სათვისტომოს მწყემსმთავრობა, და ევედრებოდა ეფთვიმეს, თავის ძეს, დრო დადგა და მიითვალე ივერონის მეთაურობა და მზრუნველობაო. მან იკისრა ივერონის მზრუნველობა, ეკონომისობა, მაგრამ მამის დაუკითხავად მაინც არაფერს წყვეტდა. იმ ჟამს ათონელებმა შეიტყვეს , რომ ,,ოთხთა ეკლესიათა ლავრასა შინა” დაყიდებულა ორი სახელგანთქმული საეკლესიო მამა იოვანე გრძელიძე და არსენ ნინოწმინდელი. და მისწერეს წერილები მათ იოვანე და ეფთვიმე ათონელებმა, ვითარემდ: ,,აწ ვევედრებით სიწმინდესა თქვენსა, რაითა მოხვიდეთ და ვიყოთ ერთად, ვინაითგან უწყით ჩვენც თვენებრ უცხოებასა ვართ”.
4. და მოვიდნენ ათონის მთაზე იოვანე გრძელიძე და არსენ ნინოწმინდელი. ეფთვიმემ მათ აუშენა სენაკნი სადგომად და დაცხოვრებლად. მალე ამის ემდეგ იოვანემ სიკვდილის მოახლოება იგრძნო, შვილი წინ დაიყენა და ათონის სვანეთა წინამძღვარება გადაულოცა. იყავ მამა მამასახლისი და როცა გადადგე, მამასახლისობა გიორგის გადაეციო. მერე, გიორგიმაც თავისი წინამძღვარება იმას გადასცეს, ვინც ძმათა შორის სიტყვითა და საქმით სხვათა უმჯობესი იპოვნოსო. და ასე მარადჟამს: ყოველმა წამავალმა მამასახლისმა ახალი ღირსეული დატოვოს თავის ადგილასო. ახლა კი ეფთვიმე იქნება თქვენი წინამძღვარი, ხოლო უკეთუ თქვენს შორის გამოჩნდება მშლელი ვინმე მამა ეფთვიმესი და მაშფოთებელი საძმოთა თქვენთა, იყოს კრული, შეჩვენებული, განკანონებული და გაძევებული დაუყონებლივ, რათა იმ ერთ ვინმეს გამრყვნელი და მაკვდინებელი სენი არ გადაედოს სრუად გვამსა საკრებულოსასა.
და უთხრა უკანასკნელი სიტყვა იოვანე ვარაზვარე-ყოფილმან ქართველთა სამწყსოს: ,,სასურველნო და საყვარელნო შვილნო ჩემნო, უკეთუ ღვთის მცნებიტ ეღვაწებთ, საღვთო წესითადა სჯულით იცხოვრებთ, წინამძღვართა თქვენთა უზაკველად დაემორჩილებით და ერთმანეთშიც მშვიდობით და ერთობით იქნებით, ღრმა მწამს ღმერთისა, არარაი სიკეთე არ მოგაკლდებათ. მაშ იყოს თქვენს შორის სიყვარული ღმრთისა, მორჩილება მამასახლისის, სიყვარული ერთმანეთისა, განუკვეთელი ერთიანობა სათვისტომოისა თქვენისა”.
5. თქვა და ერთხელ კიდევ დალოცა ყველა, დალოცა ძე თვისი ეფთვიმე და მიესვენა მის მკლავებს. მიესვენა და დაიძინა ძილითა მარადიულითა.
6. და დაკრძალა ეფთვიმემ მამა ხორციელი და მამა სულიერი ლუსკუმასა, რომელშიც ესვენა უფროსი ძმა აღსრულებულისა, იოვანე-თორნიკე სვინგელოზი.
7. და ათონის სათვისტომოთა და სავანეთა დამაარსებელი ძმების სამარტვილეზე ეფთვიმემ აღაშენა ეკლესია წმინდა მთავარ ანგელოზთა სახელობისა.